ფეხბურთი

22:00 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი: "ბავშვობაში "რეალის" მაისურით მეძინა"

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა განაცხადა, რომ ბავშვობაში „სამეფო კლუბის“ მაისურით ეძინა. 21 წლის სერბის თქმით, გუნდისთვის მაქსიმუმს გააკეთებს.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ჩავირიცხე. ჩემთვის ეს დიდი პატივია და მაქსიმუმს გავაკეთებ გუნდისთვის. ბავშვობაში „რეალის“ მაისურთან ერთად მეძინა და ვიცოდი, რომ „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო.

ზიდანი? მასთან ჯერ არ მისაუბრია, მზად ვარ ყველა პოზიციაზე ვითამაშო, სადაც დამაველებს და მზად ვარ ბრძოლისთვის“, - თქვა იოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფორვარდი „რეალმა“ „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.113541