ფეხბურთი

19:33 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" რაბიოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად იტალიაში ისვენებს და როგორც თავად ამბობს, ტურინელებთან მოლაპარაკეკებს აწარმოებს.

თუმცა, რაბიოს სხვა მსურველებიც ჰყავს და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

„იტალია ძალიან მომწონს, აქ ყოფნა დიდებულია, ისვენებ და ენერგიას იღებ. „იუვენტუსი“? დიახ, დამიკავშირდნენ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სიტუაცია უნდა შევაფასო, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. „იუვე“ დიდი გუნდია, სადაც ყველა კარგ ფეხბურთელს სურს თამაში. „მანჩესტერი“? იგივეს ვიტყვი, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ, ამჟამად შვებულებაში ვარ“, - თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და ახლა გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. გასულ სეზონში ფრანგს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გლი გაიტანა.

0.112014