ფეხბურთი

12:51 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარის წასვლის შემდეგ, „ჩელსის“ ლამპარდი ჩაიბარებს

„დერბი ქაუნთის“ დამრიგებელი, ფრენკ ლამპარდი, „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, მაურიციო სარი კი სამშობლოში დაბრუნდება და ტურინის „იუვენტუსს“ ჩაიბარებს - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ლამპარდი „ჩელსიში“ 2001-14 წლებში თამაშობდა. ლონდონურ კლუბთან ერთად ის სამჯერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული, ოთხჯერ დაეუფლა ინგლისის თასს, ორჯერ ლიგის და ერთხელაც სუპერთასს. თითოჯერაც ჩემპიონთა და ევროპის ლიგები მოიგო.

ლამპარდმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს დაიწყო. სადებიუტო სეზონში 40 წლის სპეციალისტმა, „დერბი“ ჩემპიონშიფის პლეი-ოფში გაიყვანა, თუმცა ფინალში „ასტონ ვილასთან“ დამარცხდა (1:2) და ელიტაში ვერ დაწინაურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113927