ფეხბურთი

11:49 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი ერთ წელიწადს დაისვენებს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონში მუშაობას არ აპირებს.

„ერთწლიანი შვებულების აღებას ვაპირებ, რათა დავისვენო და ოჯახს მივხედო. მინდა, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან უფრო ახლოს ვიყო. ბოლო 16 წლის განმავლობაში სულ დაძაბული ვიყავი. ახლობლებთან ნორმალურად ურთიერთობის დროც არ მქონდა.

ამ დროს მომავალი სეზონისთვის გადასატვირთად გამოვიყენებ.“ - უთხრა ალეგრიმ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-19 წლებში წვრთნიდა. მანამდე კი „მილანში,“ „კალიარიში,“ „სასუოლოში,“ „ლეკოში,“ „უდინეზეში,“ „გროსეტოში,“ სპალსა და „ალიანეზეში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110027