ფეხბურთი

3:02 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

MLS-ის ქართველი ლეგიონერების წლიური შემოსავალი - ფეხბურთელთა ასოციაციის მონაცემები

ამერიკული MLS-ის ფეხბურთელთა ასოციაციამ 2019-2020 წლების სეზონის მიხედვით ფეხბურთელების ხელფასები გამოაქვეყნა. როგორც უკვე გითხარით, განახლებული მონაცემებით ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომლის წლიური შემოსავალი 7.2 მილიონ დოლარს უტოლდება.

მოგეხსენებათ, MLS-ში ქართველი ფეხბურთელები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიაც თამაშობენ და ხსენებულ ნუსხაში „სან ხოსეს“ წევრებიც მოხვდნენ.

როგორც გაირკვა, ყაზაიშვილი „მიწისძრვრების“ რიგებში წელიწადში 1.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო კაშიას გასამრჯელო გაცილებით ნაკლებია - 590 ათასი დოლარი.

შეგახსენებთ, გურამ კაშია „სან ხოსეს“ ზუსტად ერთი წლის წინ არნემის „ვიტესიდან“ შეუერთდა და დღემდე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (მიმდინარე სეზონში 6-ჯერ ითამაშა). რაც შეეხება ყაზაიშვილს, ამერიკაში ვარშავის „ლეგიადან“ 2017 წელს აღმოჩნდა. 26 წლის შემტევმა დღემდე 62 თამაშში 18 გოლის გატანა მოახერხა. უშუალოდ მიმდინარე სეზონში მოედანზე 14-ჯერ გავიდა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113401