სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:19 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარის საზეიმო პრეზენტაცია: "რეალი" ჩემი ოცნება იყო" (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარი საზეიმოდ წარადგინა. პრეზენტაციას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უამრავი გულშემატკივარი დაესწრო და შეიძლება ითქვას, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ „სამეფო კლუბში“ ყველაზე ხმაურიანად სწორედ აზარი წარადგინეს. შედარებისთვის, პორტუგალიელის წარდგენას 75 ათასი, ხოლო აზარისას 60 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და ეს მადრიდელთა ისტორიაში ორი საუკეთესო შედეგია.

ბელგიელმა „ბლანკოსის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ზინედინ ზიდანმა არჩევანში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ „რეალში“ თამაში ისედაც მისი ოცნება იყო.

„რაღაც ფანტასტიკურია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ყველას ემოციები დაგვეუფლა. ეს წარმოუდგენელი სიამოვნებაა, მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველამ იცის, რომ ზიდანი ჩემი იდეალი იყო ბავშვობაში და მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი მწვრთნელობა. თუმცა, მხოლოდ ეს არაა, „რეალში“ თამაში ყოველთვის მინდოდა და ეს ჩემი ოცნება იყო. თამაში შემიძლია, როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრალურ ზონაში.

დიახ, მართალია, ყველაფერი ერთი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, მაგრამ „ჩელსიში“ თამაში გავაგრძელე და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდა. შესანიშნავი სეზონი მქონდა, ევროპა ლიგა მოვიგე. მიმაჩნია, რომ „რეალში“ გადასასვლელად საუკეთესო მომენტი შევარჩიე.

მქონდა კოვაჩიჩის დახმარებით მოდრიჩთან საუბარი და ვეხუმრე, რომ 10 ნომერი დაეთმო, მაგრამ უარი მითხრა. შესაბამისად, სხვა ნომერი უნდა ავიღო. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი საკითხი არაა, მთავარია ამ მაისურით თამაში.

ვცდილობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ მანამდე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გადავედი. ასე რომ, ეს შემდეგი მიზანი იქნება. ფლორენტინო პერესს ერთხელ ლონდონში დაჯილოდოების ცერემონიაზე შევხვდი და მშვიდად ვისაუბრეთ. მითხრა, რომ „რეალში“ გადასვლის დრო იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პრეზიდენტს შემიძლია ვუთხრა, ახლა აქ ვარ.

„რეალმა“ ბოლო ხუთ წელიწადში ძალიან ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ ისეთი გუნდი, როგორიც „რეალია“, შეიძლება ჩაატაროს ასეთი ცუდი სეზონი. ვეცდებით, მომდევნო სეზონში გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში თამაში განსხვავდება. ლა ლიგაში თამაში გაუმჯობესებაში დამეხმარება“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, „რეალმა“ ედენ აზარი ლონდონის „ჩელსიდან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.10827
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X