ჭიდაობა

23:27 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იანტბელიძემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მინსკში გასამართი მეორე ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას დუშეთში გადის. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ბელარუსში წასაყვანი შემადგენლობა სწორედ დუშეთში გამოაცხადა. საქართველოს ნაკრებს ევროპულ თამაშებზე ექვსივე წონით კატეგორიაში ეყოლება მონაწილე.

დუშეთის შეკრებას იანტბელიძის გუნდი 20 ივნისს დაასრულებს, მინსკში კი 22-ში გაემგზავრება.
მინსკში ვერ იჭიდავებს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. პეტრიაშვილის ადგილს გივი მაჭარაშვილი დაიკავებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
57 კგ. - ლაშა ლომთაძე
65 კგ. - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
74 კგ. - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ. - სანდრო ამინაშვილი
97 კგ. - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. - გივი მაჭარაშვილი

0.11218