ფეხბურთი

22:37 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" და "კალიარის" მოლაპარაკება ბარელას ტრანსფერზე გადამწყვეტ ფაზაშია

იტალიის ეროვნული ნაკრების და "კალიარის" ცენტრალური ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უახლოეს მომავალში "ინტერში" გადავა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და 22 წლის მოთამაშე მილანურ გუნდში გადავა. ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულება უცნობია.

ბარელა "კალიარის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში ნიკოლომ 38 მატჩი ჩაატარა და ოთხო საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, 2018 წელს ბარელას იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და უკვე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.24095