ფეხბურთი

16:42 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: „ჩელსის“ ნებისმიერი ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა“

ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუისს, მიაჩნია, რომ მის კლუბს ნებისმიერი ტიტულისთვის ბრძოლა ძალუძს. შეგახსენებთ, რომ ახლახან მან „არისტოკრატებთან“ 2021 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

„ახალი კონტრაქტი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მიხარია აქ ყოფნა. „ჩელსიში“ ბედნიერი ვარ. ახალგაზრდა ფეხბურთელივით ამბიციები მაქვს. მშია გამარჯვებები.

ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრემიერლიგის სამეულში მოვხვდებოდით. მერე კი ევროპა ლიგას მოვიგებდით. თუ ამ მენტალიტეტს შევინარჩუნებთ და განვითარებას გავაგრძელებთ, ნებისმიერი ტიტულისთვის შევძლებთ ბრძოლას.“ - უთხრა ლუისმა კლუბის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110106