ფეხბურთი

15:10 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" სუპერშოპინგი: პერესმა 303 მილიონი ევრო დახარჯა

ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ 2018-2019 წლების სეზონი პირწმინდად ჩააგდო და მიმდინარე საუკუნეში უცუდესი სეზონი ჩაატარა. ბუნებრივია, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ამბიციური ფლორენტინო პერესი ზაფხულში ჯიბეზეც ხელს გაიკრავდა და გუნდის ჩვეულ სიმაღლეზე დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.

პერესმა საწყისი ნაბიჯი ჯერ კიდევ მარტში გადადგა, როდესაც ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი დანიშნა (ხულენ ლოპეტეგისა და სანტიაგო სოლარის შემდეგ), ზინედინ ზიდანი, რომელიც ასოცირდება მიჯრით მოგებულ სამ ჩემპიონთა ლიგასთან.

ბუნებრივია, ზიზუს მსურველები არ აკლდა და წასვლიდან 10 თვის შემდეგ არ დაბრუნდებოდა პერესისგან შემადგენლობას გაძლიერებისა და განახლების გარანტია რომ არ მიეღო. ასეც მოხდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა ორი კვირაა გაიხსნა, მაგრამ „სამეფო კლუბში“ უკვე ტრანფერების ბუმია და ამ დროისთვის მადრიდულმა გრანდმა 303(!) მილიონი ევრო დახარჯა. ეს ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იმის ფონზე, რომ ჯერჯერობით სხვა ბობოლა გუნდებს პრაქტიკულად არავინ უყიდიათ.

ედენ აზარი („ჩელსიდან“) – 100 მილიონი ევრო

ზაფხულის მთავარი შენაძენი რა თქმა უნდა, ედენ აზარი გახლავთ. ბელგიელი ვარსკვლავი ფლორენტინო პერესს 100 მილიონი დაუჯდა, ხოლო ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუკა იოვიჩი („აინტრახტიდან“) – 60 მილიონი ევრო

ნიჭიერი სერბი „სამეფო კლუბის“ სამიზნე დიდი ხნის განმავლობაში იყო. იოვიჩის სწორედ „რეალში“ თამაშზე ოცნებობდა და საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა, მათ შორის, „აინტრახტიც“, რომელმაც 60 მილიონი ევრო მიიღო.

ფერლან მენდი („ლიონიდან“) – 48 მილიონი ევრო

ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, ფერლან მენდი „ბლანკოსის“ ბოლო შენაძენია. ეს ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დადასტურდა და მადრიდელებმა 24 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ 48 მილიონი გაიღეს.

ედერ მილიტაო („პორტუდან“) – 50 მილიონი ევრო

ზიდანის დაბრუნების შემდგ სწორედ ეს იყო პირველი ტრანსფერი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულამდე დადასტურდა. „რეალმა“ ბრაზილიელი მცველისთვის „პორტუს“ ანგარიშზე 50 მილიონი ევრო გადარიცხა.

როდრიგო („სანტოსიდან“) – 45 მილიონი ევრო

ეს არის ტრანსფერი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან შეთანხმდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით 18 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში დარჩა. აი ახლა კი, ნიჭიერ ფეხბურთელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოუწევს გაცემული ავანსების დამტკიცება, რაც 45 მილიონ ევროდ ფასობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12901