ფეხბურთი

14:23 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს და „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ოქროს აიფონები აჩუქეს

ცხადია, „ლივერპულის“ მწვრთნელ-ფეხბურთელებს ფული არ აკლიათ, მაგრამ საჩუქარი მაინც სასიამოვნოა. ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობამ, მათთვის საგანგებოდ დაამზადებინა 24 კარატიანი ოქროს აიფონები, რომლებზედაც მოთამაშის გვარი, ნომერი, ჩემპიონთა ლიგის ლოგო და თასია ამოტვიფრული.

აიფონების ყიდვა მერსისაიდელთა გულშემატკივრებსაც შეეძლებათ. ღირებულება დაახლოებით 4 ათასი ევროა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეექვსედ აღმართა ჩემპიონთა თასი.

თეგებილივერპული
0.150585