თამაშგარე

13:51 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუბრატ პულევს ერთი კოცნა 2500 დოლარი დაუჯდა

ამ ერთი თვის წინ, ბულგარელმა მოკრივემ კუბრატ პულევმა ბოგდან დინუსთან მოპოვებული დამსახურებული გამარჯვების შემდეგ, მასთან მისულ ჟურნალისტს ჯენი რავალოს დიდი კოცნა და მტლაშა-მტლუში აუტეხა და როგორც ჯენი ამბობს, “მოყუჩებულ ალაგას“ მოკრივემ უკანალზეც კოხტად შეავლო ხელი.

ეს ამბავი მორალისტებსა და ქალთა უფლებების დამცველებს ცხადია ყურადღების მიღა არ დარჩებოდათ და იმის გამო, რომ ბოგდან დინოს გვემა ამერიკაში შედგა, კალიფორნიის სასამართლომ მოკვლევაც დაიწყო დასადგენად კუბრატ პულევის ავხოცური ვნება თუ რითი იყო განპირობებული.

თავიდან ბულგარელი მოკრივე იძახდა, ჯენი რავალო ჩემი მეგობარია და კოცნა ოდენ მეგობრული იყოო, თუმცა შემდეგ უკვე უკანალზე ხელის წამორტყმის ამბავი როდესაც განიხილეს, იძულებული გახდა დანაშაული ეღიარებინა და დაზარალებული ჟურნალისტის სასარგებლოდ 2500 დოლარის გადახდაც ეკისრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121836