ფეხბურთი

13:16 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგა 9 აგვისტოს, „ლივერპული“ – „ნორვიჩის“ მატჩით გაიხსნება

გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერლიგის 2019-20 წლების კალენდარი. ახალი ჩემპიონატის პირველ მატჩში 9 აგვისტოს, „ლივერპული“ ელიტაში წლეულს დაბრუნებულ „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.

მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ ეწვწვა. „ტოტენჰემი“ „ასტონ ვილას“ მიიღებს, „არსენალი“ – „ნიუკასლს.“

ტურის ბოლო შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე.“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ დაუხვდება.

Loading...
სტატისტიკა
0.264021