ფეხბურთი

11:48 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკას „რომაში“ „შახტარის“ ფეხბურთელები მიჰყავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ფრედი, „რომას“ ინტერესის სფეროში მოექცა. ბრაზილიელის შეძენით რომაელთა ახალი დამრიგებელი, პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა ყოფილა დაინტერესებული. ის ფრედს „შახტარში“ მუშაობიდან იცნობს - გვამცნობს Il Romanista.

ფონსეკა კიდევ ორი შახტარელის - ისმაილისა და მარკოს ანტონიოს მიწვევასაც აპირებს რომაულ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ფონსკამ „რომასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში დონეცკის „შახტარს“ წვრთნიდა, რომლის განმავლობაშიც სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი და ამდენივეჯერ ქვეყნის თასი.

„შახტარამდე“ კი ის „პორტუს,“ „პასუშ დე ფერეირასა“ და „ბრაგას“ მოძღვრავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112987