ფეხბურთი

11:23 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ კავანის კონტრაქტს გაუგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ედინსონ კავანის კონტრაქტს ერთი წლით გაუგრძელებს. ურუგვაელს ამის შესახებ უკვე აცნობეს. ოფიციალური მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დაიწყება.- გვატყობინებს RMC.

კავანი პარიზულ კლუბში 2013 წელს გადავიდა „ნაპოლიდან“ 64,5 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში კი მან საფრანგეთის ჩემპიონატის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 18 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.

წინა დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კავანის გადაბიერება მადრიდის „ატლეტიკოსაც“ სურდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115861