სხვა

9:49 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სენტ ლუისმა“ ისტორიაში პირველად მოიგო სტენლის თასი

„სენტ ლუისმა,“ NHL-ის ფინალური სერიის გადაწყვეტ მატჩში, 4:1 მოუგო „ბოსტონ ბრიუნზს“ და თავის ისტორიაში პირველად დაეუფლა სტენლის თასს. საერთო ანგარიში კი 4:3 გახლავთ.

„ბლუზმენები“ ლიგაში 1967 წლიდან თამაშობენ და ტიტული პირველად მოიგეს. ეს ყველაზე ხანგრძლივი უტიტულო პერიოდია NHL-ის ისტორიაში - 52 წელიწადი დასჭირდათ გასამარჯვებლად.

მანამდე მათ სამჯერ უთამაშიათ ნაციონალური ჰოკეის ლიგის ფინალში, თუმცა სამივეჯერ დამარცხებულან. ბოლს ასეთი რამ 1969-70 წლების სეზონში მოხდა, როცა „ბოსტონთან“ 0:4 წააგეს.

ამ მხრივ, მეორე ადგილზე „ლოს ანჯელეს კინგზია“ – 44 წელი უტიტულოდ, მესამეზე - „ვაშინგტონ კაპიტალზი“ – 43 სეზონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115949