ფეხბურთი

9:05 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანე „ბაიერნში“ გადასვლის შესახებ

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, ჟურნალისტებთან მისი „ბაიერნში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ისაუბრა.

„გამორიცხული არაფერია. ახლა შვებულებაში ვარ. დავბრუნდები და ყველაფერი გაირკვევა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.“ - განუცხადა სანემ Bild-ს.

გერმანული მედია უკვე წერდა, რომ ადრე სანემ უარყო მიუნხენური კლუბის წინადადება. საქმე ის არის, რომ ჯერ ერთი, „სიტის“ არ უნდა მისი გაშვება. მეორეც, თავად სანესაც არ ხიბლავს ბუნდესლიგაში დაბრუნების პერსპექტივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138987