ფეხბურთი

3:00 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორატას შემდეგ მადრიდში ისკოსა და ზიდანის სახლები გაძარცვეს

მადრიდში ფეხბურთელების სახლებს ერჩიან. ალვარო მორატას შემდეგ მადრიდის „რეალის“ წევრების, ისკოსა და ზინედინ ზიდანის ჯერი დადგა და ამჯერად ისინი გაძარცვეს.

როგორც As-ი იტყობინება, დამნაშავეებმა ესპანელი ფეხბურთელისა და ფრანგი მწვრთნელის სახლში შეაღწიეს და გაქურდეს.

ჯერჯერობით დამნაშავეთა ვინაობა დაუდგენელია, პოლიციის ცნობით, დანაშაული ორგანიზებული და პროფესიონალ დამნაშავეების მიერაა ჩადენილი.

Loading...
სტატისტიკა
0.343659