ფეხბურთი

1:30 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე დანიური ფეხბურთის გრანდს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შესაძლოა „ბრონდბიუში“ გადავიდეს. BT.dk-ის ცნობით, დანიური გუნდის ერთ-ერთი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ქართველი შემტევი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თავად ლობჟანიძეც არ გამორიცხავს „რანდერსის“ დატოვებას. მისი თქმით, ამ გუნდში ორი სეზონი გაატარა და ახალი გამოწვევების დროა. თუმცა, საბამ ისიც დაამატა, რომ დანიის ფრაგლებს გარეთაც სურს ძალების მოსინჯვა.

ლობჟანიძე, რომელმაც ორი დღის წინ დანიის ნაკრებს კოპენჰაგენში გოლიც გაუტანა, „რანდერსში“ 2017 წლიდან თამაშობს 58 თამაშში 15 გოლიც გაიტანა.

„ბრონდბიუ“ კი დანიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ქვეყნის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ხოლო დანის თასი შვიდჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123238