ფეხბურთი

0:50 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" მენდი დაიმატა

მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და მორიგი შენაძენი ოფიციალურად დაადასტურა. მადრიდული გუნდის ვებგვერდის ცნობით, „ლიონის“ მარცხენა მცველი ფერლან მენდი ამიერიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაირჯება. მხარეებმა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

„რეალმა“ და „ლიონმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ფერლან მენდის ტრანსფერის შესახებ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი წარდგენა 19 ივნისს გაიმართება“, - წერს ესპანური გუნდი.

„ლიონის“ ვებგვერდმა კი ფინანსური დეტალები გაახმაურა - „რეალმა“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მილიონი ევრო გაიღო, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

ფერლან მენდი „ლიონში“ 2017 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში ფრანგმა 44 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მენდიმდე „რეალმა“ ლუკა იოვიჩი, ედერ მილიტაო და ედენ აზარი გაიფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110953