ფეხბურთი

22:10 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადმა" "დორტმუნდიდან" ნიჭიერი თავდამსხმელი დაიმატა

ესპანურმა „სოსიედადმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შვედი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი გაიფორმა. როგორც ბასკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ისაკი „დორტმუნდმა“ 2017 წელს შვედური „აიკიდან“ შეიძინა, მაგრამ გერმანული გუნდის რიგებში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი კი, იჯარით ჰოლანდიურ „ვილემ II”-ში გაატარა. ერედივიზონში 19 წლის შვედმა 16 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116712