ფეხბურთი

17:16 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას "შახტარს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

დონეცის „შახტარში“ პაულუ ფონსეკა, რომელიც „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდა, თანამემამულე ლუიშ კაშტრუმ შეცვალა.

როგორც უკრაინელთა ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კაშტრუ ბოლოს „გიმარაეშის“ თავკაცი გახდათ, ხოლო იქამდე არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „შავესში“, „რიუ ავესა“ და „პორტუ B”-ში.

ჩვენთვის, ეს განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ მოგეხსენებათ, „შახტარში“ საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა თამაშობს. ფონსეკა ჩვენებურს ხშირად ენდობოდა და ვიმედოვნებთ, 57 წლის პორტუგალიელიც მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110802