ფეხბურთი

13:20 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: „ზაფხული დატვირთული იქნება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, ჟურნალისტებს თავისი საზაფხულო გეგმების შესახებ უამბო.

„ახლა ოჯახთან ერთად დასვენებას ვაპირებ. მერე საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემი კარიერისთვის. ვიცი თუ არა რა იქნება? დიახ. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მიმდინარე კონტრაქტი მაქვს. მერე აგენტსაც დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეთ, რა უკეთესია. ვფიქრობ, ზაფხული დატვირთული იქნება.“ - უთხრა ბელგიელმა Football Italia-ს.

ასევე იტალიური მედიის ცნობით, 26 წლის შემტევისთვის „ინტერსა“ და „ნაპოლის“ დაუდგამთ თვალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119795