ფეხბურთი

1:47 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ვფიქრობ, "ბარსელონაში" წასვლისთვის შესაფერისი მომენტი არაა"

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატის დე ლიხტს ევროპული გრანდების რიგი უდგას, თუმცა, ჰოლანდიელს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

Mundo Deportivo-ს ცნობით, დე ლიხტს „ბარსელონას“ ვარიანტი არ ხიბლავს:

„ჯერ კიდევ არ ვიცი ჩემი გული რას მეუბნება. ინტენსიური სეზონი იყო, „აიაქსზე“ და ჰოლანდიის ნაკრებზე ვიყავი კონცენტრირებული, ახლა შვებულებაში მივდივარ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ გუნდში, სადაც წავალ, ბევრი თამაში ჩავატარო და გამორჩეული ფეხბურთელი ვიყო. ვფიქრობ, „ბარსელონაში“ წასვლისთვის სწორი მომენტი არაა“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, 19 წლის მცველს „ბარსელონას“ გარდა, „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ იწვევენ. მისი ფასი კი, დაახლოებით 75 მილიონ ევროს უტოლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120154