ფეხბურთი

13:50 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: „აზარის სიმძიმის ცენტრი, მისი უკანალია“

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ჟურნალისტებს თავისი შეგირდის, მადრიდის „რეალის“ ახალწვეულის, ედენ აზარის შესახებ ესაუბრა.

„ედენის სიძლიერე სხეულის ქვედა ნაწილშია. მისი სიმძიმის ცენტრი უკანალია. ტანმორჩილია და ამ თვისებას არაჩვეულებრივად იყენებს. განსაკუთრებით ოპონენტთან პირისპირ ყოფნის დროს. სხვას არავის შეუძლია ასე. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება პარტნიორებისთვის.

ამასთან, ედენი წყნარი ადამიანია. საუკეთესო მეოჯახე.“ - უთხრა მარტინესმა AS-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113437