ფეხბურთი

12:23 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პიკფორდი: „ბარში მომხდარმა ჩხუბმა ძალიან შემცვალა“

„ევერტონისა“ და ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ შეიცვალა სანდერლენდის ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ.

„ამ ისტორიაში მთავარი ამბავი ის არის, რომ თავს ჩვეულებრივ ადამიანად აღვიქვამდი და ბიჭებთან ერთად გართობა მინდოდა. მაგრამ ვერ ვითავისებდი, რომ უბრალო ადამიანი კი არა, ინგლისის ნაკრების მეკარე ვარ, რაც ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამ ტვირთით ცხოვრება უნდა ვისწავლო. გავიზარდო და კაცად ვიქცე.

ამ ინციდენტის შემდეგ, მეტი მონდომრებით ავთამაშდი და დიდ ხანს გოლი არ გამიშვია. ეს ამტკიცებს, რომ ძლიერი ხასიათი მაქვს.

ახლა პატარა შვილი მყავს და ჩემი ყოფა საერთოდ შეიცვალა. სულ სხვა ცხოვრების წესით ვცხოვრობ და ეს კარგია.’ - უთხრა პიკფორდმა The Sun-ს.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ, პიკფორდს სანდერლენდის ერთ-ერთ ბარში, სხვა კლიენტთან მოუვიდა კამათი, რომელიც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.

Loading...
0.12573