ფეხბურთი

12:57 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ 29-ე ტიტული მოიგო

ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ჰოლანდია 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად აღნიშნული ჩემპიონატი მოიგო.

პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო მეორე და კარიერაში 29-ე ტიტული მოიპოვა.

რონალდუმ ერთი ტიტული „სპორტინგთან“ ერთად მოიპოვა, ორი პორტუგალიის ნაკრებში, ცხრა „მანჩესტერში“, 15 – „რეალში“, და ორი - „იუვენტუსში“.

რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, სადაც 158 შეხვედრა ჩაატარა და 88 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114952