ფეხბურთი

23:16 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს „რეალში“ გადასვლა სურს - ტრანსფერი 230 მილიონი დაჯდება

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, პარიზული კლუბის დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადაბარგება განუზრახავს - გვამცნობს Abc.es. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის მამა უკვე მუშაობს „რეალის“ ხელმძღვანელობასთან სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

ყმაწვილ ფრანგს თურმე პსჟ-ში თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. ჯერ ერთი, თანაბარ დონეზეა კლუბის მეორე ვარსკვლავ ნეიმართან და ისეთივე პრივილეგიები უნდა ჰქონდეს, როგორიც ბრაზილიელს.

მეორეც, მბაპეს ჯამაგირად წელიწადში იგივე 36 მილიონი ევრო სურს, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ნეიმარს აქვს. ხოლო „რეალში“ ტრანსფერის თანხა დაახლოებით 230 მილიონი ევრო იქნება.

ახლადდამთავრებულ სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით 43 მატჩი ითამაშა, 39 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე პასით გამოიჩა. პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

0.119922