ჩოგბურთი

20:30 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა როლან გაროსი მეთორმეტედ მოიგო

ესპანელმა რაფალ ნადალმა კარიერაში როლან გაროსი მეთორმეტედ მოიგო და სულ დიდი სლემის 18 ტურნირი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც დიდი მუზარადის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. რაფამ ATP-ის 82-ე ტიტული დაისაკუთრა.

ნადალი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთი და იგივე ტურნირი 12-ჯერ მოიგო, მსგავსი რამ აქამდე არავის არ გაუკეთებია.

ფინალში ნადალმა ავსტირელ დომინიკ ტიმს 6:3, 5:7, 6:1, 6:1 აჯობა. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. პირველ სეტში რაფა 4:3-ზე ბრეიკს აკეთებს და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ჩოგბურთელები მწყობრად თავიანთ ჩაწოდებებს იგებდნენ, 6:5-ზე კი ტიმმა ბრეიკი შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. მას შემდეგ ავსტიელს არაფერი აღარ გამოსვლია და ორ სეტში მხოლოდ ორი გეიმი მოიგო, თითქოს დომინიკი დაიღალა, ნადალს კი მეტი ენერგია ჰქონდა.

რაფა შარშანდელი ჩემპიონია და რეიტინგში 2000 ქულა დაიცვა და 2.3 მილიონი ევრო დაისაკუთრა, ტიმმა 1.1 მილიონი ევრო მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113438