კალათბურთი

18:35 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი ვერც მეხუთე შეხვედრაში ითამაშებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის ვერც მეხუთე მატჩში კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტს“ ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

დურანტმა წვივის ტრავმა კონფერენციის ნახევარფინალში „ჰიუსტონთან“ მატჩში მიიღო და მას შემდეგ კევინი პარკეტზე აღარ გამოსულა.

შეგახსენებთ, რომ სუპერფინალურ სერიას „ტორონტო“ 3:1-ს იგებდა. მომდევნო შეხვედრა კანადაში 11 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115489