ფეხბურთი

12:56 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" უან-ბისაკას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების და "კრისტალ პალასი" მარჯვენა ხაზის მცველმა ერონ უან-ბისაკამ შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "წითელმა ეშმაკებმა" "არწივებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს.

მანჩესტერელებს უან-ბისაკა ანტონიო ვალენსიას სრულფასოვან შემცვლელად მოიაზრებენ. ერონი "კრისტალ პალასის" სარეზერვო გუნდიდან პირველში გასული წლის იანვარში დააწინაურეს. 2018/19 წლების სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 39 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.354659