ფეხბურთი

1:37 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი U20: სამხრეთ კორეისა და სენეგალის საოცარი და დაუჯერებლად დრამატული მატჩი

პოლონეთში მიმდინარე 20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. იტალიისა და უკრანის შემდეგ საუკეთესო ოთხეულში ადგილი ეკვადორმა და სამხრეთ კორეამ მოიპოვეს.

ბოლო ორი მეოთხედფინალი მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა. ეკვადორის 20 წლამდე ნაკრებმა აშშ-ს მძიმე ბრძოლაში აჯობა. სამხრეთ ამერიკელები 30-ე წუთზე ხოსე სიფუენტესმა დააწინაურა, თუმცა მალევე ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილმა ტიმოთი ვეამ გაათანაბრა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა მატჩის საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა. 43-ე წუთზე ჯონ ესპინოსამ კვლავ ეკვადორი გაიყვანა წინ, მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და სამხრეთ ამერიკები ნახევარფინალში გავიდნენ.

კიდევ უფრო დრამატული და საოცარი გამოდგა ბოლო მეოთხედფინალი, სადაც სამხრეთ კორეამ და სენეგალმა ნამდვილი თრილერი გაითამაშეს. აფრიკელები უპირატესობას ფლობდნენდა კავინ დიანეს გოლით დაწინაურდნენ, რომელიც კანგ-ინ ლიმ პენალტით გაქვითა, მაგრამ 76-ე წუთზე იბრაჰიმა ნიანემ სენეგალი კვალვ წინ გაიყვანა - 2:1. სენეგალი ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან, მაგრამ მსაჯის მეშვიდე ომპნესირებულ წუთზე აზიელებმა ჯი-სოლ ლის გოლით გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც უკვე სამხრეთ კორეელები იყვნენ შემდეგ ეტაპთან ახლოს. 96-ე წუთზე იუნგ-ვუკ ჩომ ანგარიში 3:2 გახადა. თუმცა, ეს ყველაფერი ა ყოფილა - 120-ე წუთზე ამადუ სისემ უკვე სენეგალი დაიხსნა მარცხისგან და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა.

თერთმეტმეტრიანების სერია აზიელთათვის საშინლად დაიწყო და საწყისი ორი პენალტი გააცუდეს. თავის მხრივ, სენეგალმა მხოლოდ ერთი გაიტანა და ბრძოლა გრძელდებოდა. მომდევნო ორ-ორი დარტყმიდან სახმრეთ კორეამ ორივე გაიტანა, ხოლო სენეგელმა ერთი და კვლავ ყველაფერი ნულიდან დაიწყო... საბოლოოდ, ბოლო, მეხუთე პენალტის წინ ასეთი ვითარება იყო: 2:2 (ორ-ორი გაფუჭებული პენალტი). მეხუთე თერთმეტმეტრიანი სუ-ანმა ზუსტად დაარტა, ხოლო საპასუხოდ დიანემ გატანა ვერ მოახერხა და სახმრეთ კორეა ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში 11 ივნისს იტალია - უკრაინას, ხოლო ერთი დღის თავზე ეკვადორი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

აშშ - ეკვადორი 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 სიფუენტესი (30), 1:1 ვეა (36), 1:2 ესპინოსა (43)

სამხრეთ კორეა - სენეგალი 3:3 პენ: 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 დიანე (37), 1:1 კანგ-ინ ლი (62, პენ)), 1:2 ნიანე (76, პენ), 2:2 ჯი-სოლ ლი (90), 3:2 იონგ ჩო (96), 3:3 ამადუ სისე (120)

0.115013