ჭადრაკი

0:50 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბავშვების დიდი წარმატება ევროპის სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატზე!

ფანტასტიური შედეგით, 9-დან 9 გამარჯვება - 6 წლის დავით თათვიძე ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა! აღსანიშნავია, რომ დავითმა მეტოქეებს მთელი სამი (!) ქულით გაუსწრო, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევა მსგავსი მასშტაბის ტურნირებში. პატარა ჩემპიონი ქუთაისში ცხოვრობს და მისი მწვრთნელი, ნანა ჭეფხოძე გახლავთ.

9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო ორ პარტიაში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბათუმელმა კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი). 7-წლიან გოგონებში ბოლო ტურში შავი ფიგურებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ენი მაჭავარიანმა (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი). მის აქტივში 9-დან 7 ქულაა.

აგრეთვე დასკვნით ტურში გამარჯვების მოპოვებით ბრინჯაოს მედალოსანი გახდა 15 წლის ნია დონღვანი (თბილისი; მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა)!.მონაწილეთა მიერ მოპოვებული მედლების ჯამური რაოდენობით საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა!

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მონაწილეები ელვისებურ ჭადრაკშიც გაეჯიბრნენ ერთმანეთს. 9 წლის ასაკის გოგონათა შორის 7-დან 5,5 ქულით ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მართა სორდიამ მოიპოვა. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ: 13 წლამდე გოგონათა შორის - ანა მამარდაშვილი, 9 წლამდე ჭაბუკთა შორის - ალექსანდრე კვიციანი, ხოლო 11 წლამდე ჭაბუკთა შორის - დავით ნემსაძე.

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

7 წლამდე:

1.დავით თათვიძე - 9 ქულა;

3.ენი მაჭავარიანი - 7 ქულა;

9 წლამდე:

10.დათა ყალაბეგაშვილი -5,5 ქულა;

17.ალექსანდრე კვიციანი-5,5 ქულა;

1. კესარია მგელაძე - 7 ქულა;

16.მართა სორდია - 4,5 ქულა;

11 წლამდე:

9.დავით ქოთოლაშვილი - 6 ქულა ;

12.დავით ნემსაძე - 5,5 ქულა;

5.მარიამ ცეცხლაძე - 5,5 ქულა;

13 წლამდე:

9.ანა მამარდაშვილი - 5 ქულა ;

15 წლამდე:

3.ნია დონღვანი - 5,5 ქულა;

ტექნიკური შედეგები

0.11042