ფეხბურთი

0:35 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: „ნაპოლი“ სუპერმარკეტი არ არის, ჩვენი ფეხბურთელები არ იყიდებიან“

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ჟურნალისტებთან სხვა კლუბების მხრიდან მისი ფეხბურთელების შეძენის სურვილის თაობაზე ისაუბრა.

„თანაშემწეები მეუბნებიან, რომ „ინტერს“ ლამის მთელი ჩემი გუნდის ყიდვა, საუკეთესო ფეხბურთელების გადაბირება სურს. მაგრამ არ ვაპირებ არც პეტრ ზელინსკის და არც ლორენცო ინსინიეს გაყიდვას. ლორენცოს ევროპის ნებისმიერ ძლიერ გუნდში შეუძლია თამაში, მაგრამ ამჟამად ის ბედნიერია „ნაპოლიში.“

ბევრი კლუბისგან მოდის შეთავაზებები, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები არ იყიდებიან. „ნაპოლი“ სუპერმარკეტი არ არის. არავის გავყიდით, მანამ, სანამ ისეთ მოთამაშეს არ შევიძენთ, რომელიც უფრო გაგვაძლიერებს.“ - უთხრა დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112633