საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა France TV-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.
"რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას? უკვე ვიცი, სადაც ვითამაშებ." - განაცხადა გრიზმანმა.
ლოგოკურია ტრანსფერის გაოფიციალურებამდე ანტუანი ახალ კლუბს არ გაამჟღავნებდა. სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოს" დატოვებდა. ევროპული წამყვანი მედიასაშუალებები კი თავდამსხმელს "ბარსელონაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.