ფეხბურთი

16:52 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნება 18 წლის შემდეგ?

ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა იქ დაბრუნდეს, სადაც ყველაფერი დაიწყო. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 41 წლის მეკარე კარიერის იტალიაში ერთი წლით გაგრძელებაზე ფიქრობს.

მსურველები რა თქმა უნდა, მიუხედავად ასაკისა, არ დაელევა და როგორც ცნობილი გახდა, „პარმა“ ჯიჯის დაბრუნებაზე ფიქრობს. „ჯალობლუს“ წარმომადგენლები ბუფონთან დაახლოებულ პირებთან უკვე კონტაქტზე არიან. საუბრის თემა ჯერჯერობით არ ყოფილა ფინანსური მხარე, უბრალოდ ემილიელებს სურთ გაიგონ ვეტერანი მეკარის აზრი და ფიქრები.

ბუფონს „პარმას“ გარდა „ჯენოას“, „ბრეშას“, „ლაციოსა“ და „ატალატასაც“ უკავშირებენ. ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში ჯიჯის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობაც ექნება.

აქვე გეტყვით, რომ ჯანლუიჯი ბუფონის ფანტასტიკური კარიერა სწორედ „პარმაში“ დაიწყო, რომლის ღირსებას 1995-2001 წლებში იცავდა. შემდეგ 17 სეზონი ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა, ხოლო ბოლოს პსჟ-ს რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116593