ფეხბურთი

1:35 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთო კაკაბაძე: "დანიასთან მატჩამდე ძალების აღდგენა უნდა მოვახერხოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით დღევანდელი თამაშით კმაყოფილია და დანიასთან მატჩში მინიმუმ ქულის მოპოვებას გეგმას.

„კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ და 3 გოლიც გავიტანეთ. ფეხბურთელები ყველა თამაშში ვცდილობთ, რომ გოლი გავიტანოთ, ამისთვის ვთამაშობთ ყველა და ყველაზე დიდი სიამოვნება მოგებასთან ერთად სწორედ გოლის გატანაა.

ფიზიკურად დასვენებული და ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. დანიასთან მატჩამდე უნდა მოვახერხოთ ძალების აღდგენა, რადგან თამაშამდე ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინიმუმ ქულა მაინც უნდა მოვიპოვოთ“ - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123186