ფეხბურთი

0:57 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ხარაბაძე: "დანიაში აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძემ გიბრალტართან (3:0) მოგების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით თამაშის სასტარტო შემადგენლობაში დაწყება ძალიან სასიამოვნო იყო.

დღევანდელ თამაშს დადებითად შევაფასებდი. სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. მოწინააღმდეგეს შანსი არ დავუტოვეთ, ასე რომ გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

თამაშის თავიდანვე დაწყება ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რადგან ეს რომ აღწერო, უნდა გამოსცადო.

დანიაში აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ქულები მოვიპოვოთ“ - განაცხადა ხარაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 10 ივნისს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121409