სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:06 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი გოლი და სამი ქულა - საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი ადვილად დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020-ის წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე მესამე ტურში ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერი გიბრალტარი გახლდათ და ლოგიკურია, ეს გამარჯვება იკითხებოდა კიდეც.

მთლიანობაში, "ჯვაროსნები" საგრძნობ უპირატესობა ფლობდნენ და შეიძლებოდა საბოლოო ანგარიში გაცილებით სოლიდურიც ყოფილიყო. ასეა თუ ისე, საქართველომ დამსახურებულად მოიგო და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. თუმცა, სამართლიანობისთვის აღვნიშნოთ, რომ ეს გამარჯვება დასკვნების საფუძვლად და საზომად ნამდვილად ვერ გამოდგება.

საქართველოს ნაკრებიი ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. იყო ინდივიდუალურად კარგი ეპიზოდები, მაგრამ კომბინაციური ფეხბურთის თამაში "ჯვაროსნებს" თავიდან გაუჭირდათ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან კონკრეტულად ეს შემადგენლობა პირველად იყო მოედანზე. მეოცე წუთის მერე კი ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.

თავდაპირველად ოთარ კაკაბაძემ შორიდან დაარტყა და გოლდვინი მზად შეხვდა ეპიზოდს, ხოლო 10 წუთის თავზე, კაკაბაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, ამჯერად მარჯვენა ფლანგზე ვაკო გვილია მოძებნა, რომელმაც ეფექტურად დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა. ეს მიმდინარე შესარჩევ ვლადიმირ ვაისის გუნდის პირველი გოლი გამოდგა. ტაიმის ბოლო წუთზე კი სტუმრებმა პირველად გაიხედეს მეტოქის კარისკენ ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ჯაბა კანკავამ საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესი დაარღვია და ლიამ უოლკერმა დიდებულად დაარტყა, მაგრამ კიდევ უფრო ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი ლორიამ, რომელმაც თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ნახევარი განახლებული არ იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა რომ მიიღო და მის ნაცვლად თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო. ნაანტრაქტევს, საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, თითქოს გოლმა ფსოქოგლოგიური ტვირთი ჩამოხსნა მხრებიდამ. შედეგად, ჯერ ნიკა კვეკვესკირის შესანიშნავი პასით გვილია დარჩა კარგ პოზიციაში, პაპუნაშვილს დაუგორა და "სარაგოსას" შემტევმა ანგარიში გააორმაგა. 75-ე წუთზე კი, ვატო არველაძე ურტყამდა და სტუმართა მცველმა ხელით ითამაშა, დანიშნული პენალტი კი თავად დაზარალებულამ შეასრულა. ვატომ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლიც მიითვალა. დარჩენილმა წუთებმა კი მშვიდად ჩაიარა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა და სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. "ჯვაროსნებს" მომდევნო მატჩი 10 ივნისს, კოპენჰაგენში, დანიის ნაკრებთან ელოდებათ.

საქართველო - გიბრალტარი 3:0 (1:0)

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე; კვეკვესკირი, კანკავა (მჭედლიძე 77); მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 46); არველაძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გიბრალტარი (3-5-2): გოლდვინი; ი. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, ანესლი (ბარნეტი 86); სერგენტი, დე ბარი, ბარდონი (კუმბესი 77), ერნანდესი, ოლივერო; უოლკერი, კასკიარო (პონსი 65)

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)

გაფრთხილება: კანკავა (45) - სერგანტი (50), ოლივერო (61), რ. ჩიპოლინა (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) - 1 (0) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10642
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X