ფეხბურთი

15:40 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: „კოპა ამერიკის მოგება მესისთვის უფრო მინდა, ვიდრე ჩემთვის“

„მანჩესტრ სიტის“ შემტევმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„კოპა ამერიკის მოგება მესისთვის უფრო მინდა, ვიდრე ჩემთვის. ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. ეს არის ოცნება, რომლითაც ცხოვრობს ლეო და ყველა ჩვენთაგანი. მის ადგილზე ვაყენებ საკუთარ თავს და ძალიან მინდა თასი ასწიოს. ჩვენ ვიცით რა შუძლია მას. გუნდი მენტალურად უნდა იყოს მზად გასამარჯვებლად.“ - უთხრა აგუერომ Fox Sports Argentina-ს.

წლევანდელი კოპა ამერიკა ბრაზილიაში გაიმართება 15 ივნისიდან 7 ივლისამდე. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინელების მეტოქეები კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ეროვნული გუნდები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118486