ფეხბურთი

11:18 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემმა“ ერიკსენის შემცვლელი იპოვნა

„ტოტენჰემი“ ლისაბონის „სპორტინგის“ კაპიტნის, ბრუნუ ფერნანდეშის გადაბირებას ეცდება - გვამცნობს Cmjornal.pt. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი, მიგელ პინიო ახლა ლონდონში იმყოფება, სადაც „დეზების“ ხელმძღვანელობას დაელაპარაკება.

პორტუგალიელის სახით „ტოტენჰემის“ მამები კრისტიან ერიკსენის შემცვლელს ხედავენ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.

ფერნანდეშით ასევე დაინტერესებული ყოფილან „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ჩელსი,“ „არსენალი,“ „ატლეტიკო,“ „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „პარი სენ-ჟერმენი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124586