ფეხბურთი

9:51 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: „ინგლისმა ჰოლანდიასთან მატჩში ბევრი რამ ისწავლა“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ერთა ლიგის ნახევარფინალში ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან დამარცხების შემდეგ (1:3 დამატებით დროში), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„არაჩვეულებრივი საღამო გახლდათ. ვფიქრობ, ბევრი ვისწავლეთ ასეთ მაღალი კლასის გუნდთან შეხვედრით. მათ ისეთი პრობლემების გადაწყვეტა გვაიძულეს, როგორებთანაც ადრე შეხება არ გვქონია.

სულელური გოლები გავუშვით. გატანის საშუალებებიც გვქონდა, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. 85-წუთზე გავიტანეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით გამარჯვებისკენ. მაგრამ გოლი თამაშგარეს მიზეზით გაგვიუქმეს. შემდეგ კი საკუთარ კარში მივიღეთ. მეორე გოლმა მოკლა ჩვენი გუნდი.

დაცვაში ასეთი შეცდომები გადაღლილობის ბრალი გახლდათ. მანამდეც რომ ასე გვეთამაშა ნახევარფინალში საერთოდ ვერ მოვხვდებოდით. გადაღლილობისა და ცუდი შესრულების გამო დავმარცხდით.“ - უთხრა საუთგეიტმა უეფას პრესსამსახურს.

0.117629