ფეხბურთი

23:00 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ვარსკვლავური შემადგენლობა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე

10 დღის თავზე იტალიაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი დაიწყება. იტალიის ახალგაზრდული ნაკრები კი, როგორც ჩანს, მიზნად ტურნირის მოგებას ისახავს, რადგან ლუიჯი დი ბიაჯომ შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია.

არაერთი ამომავალი ვარსკვლავი მოხვდა 23-კაციან განაცხადში - ნიკოლო ძანიოლოს, ფედერიკო კიეზას, მოიზე კინს, ალექს მერეტს, ლორენცო პელეგრინის, სანდრო ტონალის, ნიკოლო ბარელას და სხვებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და უმეტესობამ 2018-2019 წლების სეზონში ჩინებულად ითამაშა.

განაცხადში მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმა ვერ მოხვდა, რომელსაც ასაკი ხელს უწყობდა, მაგრამ დი ბიაჯომ მისი არგამოძახება რამდენიმე დღის წინ დააანონსა კიდეც.

მეკარეები: ემილ აუდერო (სამპდორია), ალექს მერეტი (ნაპოლი), ლორენცო მონტიპო (ბენევენტო)

მცველები: კლოდ აჯაპონგი (სასუოლო), ალესანდრო ბასტონი (პარმა), კევინ ბონიფაცი (სპალი), არტურო კალაბრეზი (ბოლონია), ფედერიკო დიმარკო (პარმა), ჯანლუკა მანჩინი (ატალანტა), ჯუზეპე პეცელა (ჯეოა), ფილიპო რომანია (კალიარი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), როლანდო მანდრაგორა (უდინეზე), ალესანდრო მურჯია (სპალი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სანდრო ტონალი (ბრეშა), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), პატრიკ კუტრონე (მილანი), მოიზე კინი (იუვენტუსი), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ანდრეა პინამონტი (ფროზინონე)

იტალიის ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი, პოლონეთი და ბელგია იქნებიან.

0.126273