ფეხბურთი

20:12 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: "რეალი" აზარის ტრანსფერში 88 მილიონს გადაიხდის

მადრიდის "რეალი" ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელის ედენ აზარის სანაცვლოდ 88 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. როგორც Sky Sports-ი იუწყება კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

"არისტოკრატები" ბონუსის სახით დამატებით თანხას მიიღებენ, თუმცა ცნობილი არაა რამდენი იქნება. ინგლისური გამოცემა იუწყება, რომ "ჩელსიმ" ბონუსებთან ერთად 130 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვა. ლონდონურ კლუბი აღნიშნული გარიგების შემდეგ აზარის შემცვლელს ვერ მოიყვანს, რადგან ტრანსფერები ორი წლით აუკრძალეს.

აზარი "ჩელსიში" "ლილიდან" 2012 წელს გადავიდა. შვიდი სეზონის განმავლობაში ედენმა 352 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 110 გოლი და 92 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბელგიელმა პრემიერლიგა და ევროპა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო.

Loading...
სტატისტიკა
0.224095