სხვა

14:45 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული დღეს დილით ფიჯის დედაქალაქ სუვაში მოხდა, სადაც პლანეტის უმთავრესი შეჯიბრება 1 ივნისიდან მიმდინარეობს.

ჩხეიძემ ატაცში 162 კგ. მე-2 ცდაზე დასძლია, შემდეგ კი, 167 კგ-საც გაუმკლავდა და ბელარუსი არლიონაკის (169 კგ.) კვალად, პირველ მოძრაობაში მცირე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
სამაგიეროდ, ირაკლი შეუდარებელი იყო აკვრაში სადაც, პირველობა უკვე საწყისი 2 ცდით (199 და 204 კგ.) გაინაღდა. ქართველმა ძალოსანმა დასკვნით ცდაზე 213 კგ. ვერ აჰკრა, თუმცა, ჯამური ოქროს მედალი უკვე ჯიბეში ჰქონდა.
საბოლოოდ, ჩხეიძემ თავი 371 კგ-ს მოუყარა და ხსენებულ არლიონაკს 1 კგ-ით გაუსწრო, ბრინჯაო კი ირანელმა აზიზიმ (360 კგ.) დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ მსოფლიო პირველობაზე ატაცში ბრინჯაოს მედალი არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) მოიპოვა, 8 ივნისს კი, ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების ბოლო წევრი თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12447