ფეხბურთი

13:17 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელიში: „მომავლის საკითხს ერთა ლიგის დამთავრების შემდეგ გადავწყვეტ“

„ბენფიკასა“ და პორტუგალიის ნაკრების 19 წლის შემტევმა, ჟოაუ ფელიშმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარიერის მომავლის საკითხს ერთა ლიგის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტს.

„ახლა მთელი ჩემი ყურადღება ეროვნული გუნდისკენაა მიპყრობილი. ერთა ლიგის დამთავრების შემდეგ კი მომავალი კარიერის საკითხებს გადავწყვეტ. ამჟამად ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვარ. ასეთ მონსტრთან ვარჯიში დიდ გამოცდილებას მძენს და გაორმაგებულ მოტივაციას მიჩენს.“ - უთხრა ფელიშმა Goal-ს.

ფელიშს პორტუგალიის ეროვნულ გუნდში დებიუტი ოთხშაბათს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, შვეიცარიელების წინააღმდეგ ჰქონდა (3:1).

მისი შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. მათ შორის „მანჩესტერ სიტიც,“ რომელიც ჭაბუკ პორტუგალიელში 106 მილიონ გირვანქას იხდის.

0.17286