ფეხბურთი

11:18 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპე პორტუგალიელებს ერთა ლიგის ფინალში ვერ დაეხმარება

„პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველი, პეპე, ტრავმის გამო ერთა ლიგის ფინალში მონაწილეობას ვერ შეძლებს - წერს A Bola. 36 წლის ფეხბურთელი შვეიცარიასთან ნახევარფინალურ მატჩში (3:1) დაშვდა და კვირამდე გამოკეთებას ვერ შეძლებს. პეპემ მხარი დაიზიანა.

შეგახსენებთ, რომ წუხანდელ ნახევარფინალში პორტუგალიელთაგან ჰეთ თრიქით კრიშტიანუ რონალდუ გამოირჩა.

პორტუგალიელები ფინალის მეტოქის ვინაობას დღეს საღამოს შეიტყობენ, ჰოლანდია - ინგლისის მატჩის დამთავრების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104911