ფეხბურთი

10:22 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ „რეალს“ ერიკსენში 113 მილიონს სთხოვს

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ, მადრიდის „რეალს“ თავის ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენში 113 მილიონი ევრო მოსთხოვა - გვამცნობს The Times. ბოლოდროინდელ ინტერვიუებში დანიელ შუახაზელს არა-ერთხელ გამოუხატავს „სამეფო კლუბში“ გადასვლის სურვილი. თუმცა არ არის გამორიცხული „დეზების“ შემადგენლობაში კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს და გაისად ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს სხვა კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ახლადდამთავრებული სეზონის დროს „რეალმა“ უარი უთხრა „ტოტენჰემს“ ერიკსენში 150 მილიონის გადახდაში.

2018-19 წლების სეზონში ერიკსენმა ინგლისის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116815