ფეხბურთი

12:53 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრების თამაში მომწონს"

გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და რთულ თამაშს ელოდება.

„ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრების თამაშის სტილი, ბოლო ორი თამაშიც ვანხე და ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება. მეტოქეს ყველა რგოლში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, ჩვენი მიზანია კარგი თამაში ვაჩვენოთ და საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ჯგუფის ფავორიტებს რაც შეეხება, მიჭირს გამოყოფა, მაგრამ დანია, შვეიცარია და ირლანდია გამორჩეულები არიან", - თქვა რიბასმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებთა მატჩი 7 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

0.121605