ფეხბურთი

0:52 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების სამზადისი გიბრალტართან მატჩამდე

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის 26 ფეხბურთელით ემზადება. მათ შორის სამი ფეხბურთელი კი განცალკევებით ვარჯიშობს.

ინდივიდუალურად სოლომონ კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი ემზადებიან, რომელთა თამაშის საკითხი გიბრალტარის ნაკრების წინააღდმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 6 ივნისს, „ზესტაფონის“ ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო გიბრალტარს, 7 ივნისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120355